რუსეთში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსი 6 556 ადამიანს დაუდასტურდა
12:23:10     01-07-2020
რუსეთში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 6 556 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 654 405-მდე გაიზარდა - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია კორონავირუსთან ბრძოლის მიზნით შექმნილი ოპერატიული შტაბის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე განცხადებით, კორონავირუსით ქვეყანაში კიდევ 216 ადამიანი გარდაიცვალა და ვირუსით დაღუპულთა რიცხვმა 9 536-ს მიაღწია. ოფიციალური სტატისტიკით, რუსეთში COVID-19-ისგან 422 931 პაციენტი გამოჯანმრთელდა.
ცნობისათვის, რუსეთი კოვიდინფიცირებულთა რაოდენობით მესამე ადგილზეა მსოფლიოში, აშშ-ისა და ბრაზილიის შემდეგ.