ირანში 5 ივლისიდან საზოგადოებრივ ადგილებში პირბადის ტარება სავალდებულო გახდება
10:28:22     01-07-2020
5 ივლისიდან საზოგადოებრივ ადგილებში პირბადის ტარება სავალდებულო იქნება, - ირანული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა ჰასან რუჰანიმ განაცხადა.
მისივე თქმით, შესაძლოა, შეზღუდვა ძალაში 1 თვის განმავლობაშიც დარჩეს და ისინი, ვინც კორონავირუსთან დაკავშირებით დაწესებულ რეგულაციებს არ შეასრულებენ, დაჯარიმდებიან.
ბოლო მონაცემებით, ირანში კორონავირუსის 227,662 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან დაღუპულია 10,817 ადამიანი.