ქუთაისში, მდინარე რიონში სამაშველო ჯგუფმა მამაკაცის ცხედარი იპოვა

  13:00:16     25-06-2020

ქუთაისში, მდინარე რიონში სამაშველო ჯგუფმა 55 წლამდე ასაკის მამაკაცის ცხედარი იპოვა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მამაკაცის დაკარგვის შესახებ შეტყობინება 24 ივნისს შევიდა, რის შემდეგაც დაიწყო სამძებრო სამუშაოები.

პროცესში ჩართული იყვნენ მყვინთავები. ცხედარი დღეს დილით იპოვეს.