ანტირეკორდი ბრაზილიაში - 24 საათის განმავლობაში, ქვეყანაში კორონავირუსის 40 000-მდე ახალი შემთხვევა დადასტურდა
12:04:07     24-06-2020
ბრაზილიაში გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 39 436 შემთხვევა დადასტურდა და დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 1 145 906-მდე გაიზარდა, - შესაბამის მონაცემებს ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ბრაზილიაში კოვიდ 19-ს კიდევ 1 374 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა და დაღუპულთა რიცხვმა 52 645-ს მიაღწია.
კოვიდინფიცირებულებისა და დაღუპულების რაოდენობის მიხედვით ბრაზილია მეორე ადგილზე დგას მსოფლიოში აშშ-ის შემდეგ.