"ვირუსის შედეგები ათწეულების განმავლობაში იქნება საგრძნობი" - მსოფლიო კორონავირუსის მეორე ტალღას ელოდება

  11:23:39     23-06-2020

მსოფლიო კორონავირუსის მეორე ტალღის მოლოდინშია. ვირუსის გავრცელების ახალი ფაზა უკვე დაიწყო სამხრეთ კორეაში, ასევე მეორე ტალღის მოლოდინშია ირანიც.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პროგნოზით, ვირუსის შედეგები ათწეულების განმავლობაში იქნება საგრძნობი.  

ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში ახალი კორონავირუსით 9 მილიონზე მეტი ადამიანია ინფიცირებული, გარდაცვლილია თითქმის ნახევარი მილიონი, ხოლო გამოჯანმრთელებულია  5 მილიოანმდე ადამიანი. ყველაზე რთული ვითარება ისევ ბრაზილიასა და ამერიკაშია.