ნუ ახდენთ პანდემიის პოლიტიზირებას, დაყოფილი მსოფლიო კორონავირუსს ვერ დაამარცხებს - ტედროს ადანო

  10:30:11     23-06-2020

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელი ტედროს ადჰანომ გებრეიესუსი მსოფლიო ლიდერებს მოუწოდებს, კორონავირუსის პანდემიის პოლიტიზირებას ნუ ახდენენ და მის წინააღმდეგ ბრძოლაში გაერთიანდნენ.

მისივე თქმით, მსოფლიოში ვირუსის გავრცელება ჯერ კიდევ სწრაფად ხდება და ბოლო 8 დღეში დაინფიცირების მილიონი შემთხვევა დაფიქსირდა.

„უდიდესი საფრთხე, რომელიც დღეს გვემუქრება, თავად ვირუსია, არ არსებობს გლობალური სოლიდარობა და გლობალური ხელმძღვანელობა. ამ პანდემიას დაყოფილი მსოფლიო ვერ დაამარცხებს,“ - განაცხადა ჯანმო-ს ხელმძღვანელმა.

ცნობისათვის, მსოფლიოში კორონავირუსის 9 მილიონზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული. ორი დღის წინ კორონავირუსით ინფიცირების რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელი - 183 000 ახალი შემთხვევა - დაფიქსირდა. ბოლო პერიოდში ვირუსი განსაკუთრებულად სწრაფად ვრცელდება ბრაზილიაში, ინდოეთში, ერაყში და აშშ-ის ზოგიერთ შტატში.