ასტრახანში სამი თვის გაუჩინარებული 12 წლის ბიჭის გვამი საცხოვრებელ სახლში ჩაბეტონებული იპოვნეს, მკვლელობაში ეჭვმიტანილი დედა კი პოლიციამ დააკავა

  23:06:13     21-06-2020

19 ივნისს, ასტრახანში, სამართალდამცველებმა 12 წლის მოზარდის ცხედარი იპოვნეს, რომელიც მარტში გაუჩინარდა. გარდაცვლილი საკუთარი უფროსი ძმის საცხოვრებელი სახლის იატაკის ქვეშ იყო ჩაბეტონებული - ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის სააგენტოს რეგიონალური საგამოძიებო დეპარტამენტის პრესსამსახური ავრცელებს ინფორმაციას.

გამომძიებლების თქმით, ბიჭი სახლიდან 4 მარტს გავიდა და მეორე დღეს დილით დაბრუნდა. საგამოძიებო ღონისძიებების დროს დადგინდა, რომ 56 წლის დედამ ვაჟის დასჯა გადაწყვიტა და ფიზიკურად გაუსწორდა. მოზარდი მიყენებული დაზიანებების შედეგად გარდაიცვალა. 6 მარტს დაღუპულის დედამ ბავშვის დაკარგვის განცხადებით პოლიციას მიმართა.

მთელი ამ ხნის განმავლობაში, გარდაცვლილის ოჯახი სამართალდამცველების დაბნევას ცდილობდა. ისინი აცხადებდნენ, რომ იღებდნენ ინფორმაციას სხვადასხვა დროს, თითქოს მათი ვაჟი სხვადასხვა ლოკაციებზე შენიშნეს.

ამჟამად, გარდაცვლილის დედა მკვლელობაში ეჭვმიტანილის სტატუსით პატიმრობაში იმყოფება.