მამუკა ხაზარაძე - "ჩვენი პოზიცია უცვლელია, 30 ოლქში ვამზადებთ ჩვენს მაჟორიტარებს წარსადგენად"

  17:32:07     19-06-2020

„ლელო საქართველოსთვის“ თავმჯდომარის მამუკა ხაზარაძის განცხადებით მათი პოზიცია უცვლელია. "ლელო" აპირებს 30 ოლქში თავისი მაჟორიტარობის კანდიდატი წარადგინოს.

 

„ჩვენი პოზიცია არის უცვლელი პირველივე დღიდან. 30-ვე ოლქში წარვადგენთ ჩვენს მაჟორიტარს. თბილისში წარვადგენთ 8-ვე კანდიდატს, ჯამში 30 მაჟორიტარობის კანდიდატს.

ოპოზიციამ დღეს დაასახელა თავისი კანდიდატები. ჩვენ როგორც აქამდე ბევრჯერ გვითქვამს 30-ვე ოლქში ვამზადებთ ჩვენს კანდიდატებს.

საბოლოოდ ჩვენ კიდევ შევაფასებთ არსებულ ვითარებას,  შესაძლებელია გვქონდეს კიდევ კონსულტაცია ოპოზიციასთან, იმ ამოცანის შესასრულებლად, რასაც ჰქვია არსებული ხელისუფლების გასტუმრება და ამ ფორმულას დავექვემდებარებით, მაგრამ დღეს 30-ვე მაჟორიტარის მზადებაში ვართ“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.