უახლესი კვლევების თანახმად, იტალიაში კორონავირუსი გასულ წელს წყალში დაფიქსირდა
14:56:08     19-06-2020
იტალიის ჯანდაცვის ეროვნული ინსტიტუტის მონაცემებით, კორონავირუსმა იტალიაში ჯერ კიდევ 2019 წლის დეკემბერში შეაღწია. ამის შესახებ საუბარია ახალ კვლევაში, რომელიც ინსტიტუტმა გამოაქვეყნა - ის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
როგორც მკვლევრები აცხადებენ, კორონავირუსის შტამი მილანსა და ტურინში შარშან წლის ბოლოს, წყალში დაფიქსირდა, ხოლო ბოლონიაში COVID-19 2020 წლის იანვარში გამოვლინდა.
როგორც კვლევაშია ნათქვამი, სპეციალისტებმა აღნიშნულ ქალაქებში წყლის ნიმუშები 2019 წლის ოქტომბრიდან 2020 წლის თებერვლამდე პერიოდში შეისწავლეს.
ოფიციალურად იტალიაში ვირუსის პირველი შემთხვევა თებერვალში აღრიცხეს.