სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 459 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 7 ადამიანი კი დაიღუპა

  13:38:42     19-06-2020

სომხეთში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 459 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 7 ადამიანი გარდაიცვალა - ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, საერთო ჯამში ქვეყანაში ვირუსით ინფიცირებულ პაციენტთა რიცხვი 19157-მდე გაიზარდა, ხოლო ვირუსს საერთო ჯამში 319 ადამიანი ემსხვერპლა.

რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, სომხეთში დღემდე ინფექციისგან 8266 პაციენტი განიკურნა.