
შსს-მ ყაჩაღობის ბრალდებით თბილისში ერთი პირი დააკავა
13:01:13     18-06-2020
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2000 წელს დაბადებული თ.ა., ყაჩაღობის ბრალდებით, თბილისში დააკავეს.
დანაშაული 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული მიმდინარე წლის 4 ივნისს, ვარკეთილში მდებარე ტექნიკის ერთ-ერთ მაღაზიას ყაჩაღურად თავს დაესხა, სავაჭრო ობიექტის მეპატრონეს დანის მუქარით 3000 ლარი გასტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.