მესტიის მუნიციპალიტეტში წიწვოვანი ტყის მასივს ხანძარი გაუჩნდა

  11:29:33     18-06-2020

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭუბერის ტყეში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, 112-ში შესული შეტყობინების თანახმად, ჭუბერის ტყეში შეინიშნებოდა ძლიერი დაკვამლიანება და ღია ცეცხლი.

უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ადგილზე ინდივიდუალური სპეციალური აღჭურვილობითა და დრონით გამოცხადდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო ჯგუფები მესტიის და ჯვრის სამმართველოებიდან. დაიწყო ხანძრის ქრობის სამუშაოები.

ამ დროისთვის, წიწვოვან ტყეში ცეცხლის ღია კერები აღარ შეინიშნება. ხანძარი ლოკალიზებულია და გავრცელების საფრთხე აღარ არსებობს. მიმდინარეობს ნახანძრალი ტერიტორის დამუშავება.