ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე დედას და ბებიას 19-19-წლიანი პატიმრობა მიესაჯათ

  11:07:30     16-06-2020

ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე 3 ბრალდებულს თბილისის საქალაქო სასამართლომ თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ამ ბრალდებულებს შორის არიან დაზარალებულთა დედა და ბებია, რომლებაც 19-19-წლიანი პატიმრობა შეეფარდათ. მესამე კი ავსტრალიის მოქალაქეა, მას სასამართლომ თავისუფლების აღკვეთა 20 წლის ვადით მიუსაჯა.

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, სამივე ბრალდებული სასამართლომ დამნაშავედ ცნო ბრალდების ყველა ეპიზოდში, კერძოდ, ორგანიზებული ჯგუფის მიერ 5 არასრულწლოვნის ტრეფიკინგსა და არასრულწლოვანთა გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული ნაწარმოების დამზადება-გასაღებაში, დანაშაულისთვის გათვალისწინებული სისხლის სამართლის კოდექსის 143 პრიმა და 255-ე მუხლებით.

ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე საქმის განხილვა გრძელდება, ზემოხსენებული 3 ბრალდებულის გარდა, სასამართლო განხილვა კიდევ 11 მოქალაქის მიმართ გრძელდება.

"თბილისის საქალაქო სასამართლოში გრძელდება სასამართლო განხილვა საქართველოს 11 მოქალაქის მიმართ, რომელთაც ასევე ბრალი ედებათ არასრულწლოვანთა ტრეფიკინგში. კერძოდ, 10 მშობელს ბრალად ედება არასრულწლოვანთა გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული შინაარსის ნაწარმის შექმნაში ჩაბმა, რისთვისაც იღებდნენ ანაზღაურებას, ხოლო სკოლის მასწავლებელს ბრალად ედება არასრულწლოვანთა ტრეფიკინგში დახმარება," - ამბობს პროკურატურა.