კახეთში, მდინარე ალაზანში შუა ხნის მამაკაცის ცხედარი იპოვეს
14:45:00     12-06-2020
კახეთში, მდინარე ალაზანში 60 წლამდე მამაკაცის ცხედარი იპოვეს. ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, დედოფლისწყაროში, სოფელ საბათლოში, მეთევზე წყალში შევიდა და გაუჩინარდა. საძიებო სამუშაოებში ჩართული იყო როგორც კახეთის სამშველო ჯგუფები, ასევე თბილისის სწრაფი რეაგირების განყოფილების მყვინთავები.
„ცხედარი უკვე ნაპოვნია და ამოყვანილი“, - აცხადებენ საგაგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.