სომხეთში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი ერთი თვით გახანგრძლივდა

  12:53:56     12-06-2020

სომხეთში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი ერთი თვით გახანგრძლივდა. შესაბამისი გადაწყვეტილება სომხეთის მთავრობამ დღეს გამართულ სხდომაზე მიიღო.

მთავრობის გადაწყვეტილებით, საგანგებო მდგომარეობა ძალაში 13 ივლისის 17:00 საათამდე იქნება.

შეგახსენებთ, რომ სომხეთში საგანგებო მდგომარეობის მოქმედების ვადა უკვე მესამედ გაახანგრძლივეს.