ბოლო 24 საათში, ბრაზილიაში კორონავირუსით ინფიცირების 30 412 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
11:24:23     12-06-2020
ბრაზილიაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 40 ათასს გადააჭარბა, ინფიცირების შემთხვევათა რიცხვი კი 808 ათასს აღემატება. ინფორმაციას ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
ბოლო 24 საათში ბრაზილიაში კორონავირუსით ინფიცირების 30 412 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 1 239 პაციენტი. საერთო ჯამში ქვეყანაში ინფიცირებულთა რაოდენობამ 808 828-ს მიაღწია, ეპიდემიის დაწყებიდან გარდაიცვალა 40 919 ადამიანი.
ჯონს ჰოპკინსისა და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ბრაზილია მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობით აშშ-სა და დიდი ბრიტანეთის შემდეგ მესამე ადგილს იკავებს, ხოლო ინფიცირებულთა რაოდენობით აშშ-ის შემდეგ მეორე ადგილზეა.