თბილისში, სამ ახალგაზრდა მამაკაცს, ჰომოფობიური მოტივით თავს დაესხნენ

  09:58:24     12-06-2020

ახალგაზრდა მამაკაცი სოციალურ ქსელში ინფორმაციას ავრცელებს  და აღნიშნავს, რომ მას და მის სამ მეგობარს თბილისში, ჰომოფობიური მოტივით, თავს დაესხნენ.

"მოგვაყენეს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა. თავდასხმისას გამოიყენეს ბოთლი. მოძალადეები სასტიკად გაგვისწორდნენ. მაქვს წარბი გახეთქილი, თვალი შესიებული და სახეზე აღმენიშნება ჩალურჯებები. წელის, მენჯისა და ზურგის არეში აღმენიშნება დაჟეჟილობები," - წერს ის.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილით დაიწყო, რაც ცემას გულისხმობს. მათივე თქმით, საგამოძიებო მოქმედებები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით, აღნიშნული დანაშაული ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით, ვადით ას ოთხმოციდან ორას ორმოც საათამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით, ვადით ორ წლამდე.