ჩინეთში წყალდიდობას ექვსი ადამიანი ემსხვერპლა
10:33:26     11-06-2020
ჩინეთში სტიქიის შედეგად ექვსი ადამიანი გარდაიცვალა.
ქვეყნის სამხრეთ და ცენტრალურ რეგიონებში ძლიერი წყალდიდობა იყო.
ევაკუირებულია 200 ათასზე მეტი ადგილობრივი. ძლიერი წვიმის შედეგად ადიდდა მდინარეები.
განადგურებულია 1,300-ზე მეტი საცხოვრებელი სახლი. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, რეგიონებს 500 მილიონ დოლარამდე ზარალი მიადგა.