რუსეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 8 404 ადამიანი დაინფიცირდა და 216 დაიღუპა
16:17:15     10-06-2020
რუსეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 8 404 ახალი შემთხვევა დადასტურდა და დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 493 657 -მდე გაიზარდა.
რუსეთის კორონავირუსთან ბრძოლის ოპერატიული შტაბის მონაცემებით, ქვეყანაში COVID-19-ით კიდევ 216 ადამიანი გარდაიცვალა და დაღუპულთა რიცხვმა 6358-ს მიაღწია. რაც შეეეხება კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულებს, მათი რაოდენობა რუსეთში 252 000-ს აჭარბებს.