გორის ცენტრში ავტომანქანა ფეხით მოსიარულეს დაეჯახა

  16:34:45     10-06-2020

გორის ცენტრში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა. ავტომანქანა ფეხით მოსიარულეს დაეჯახა.

76 წლამდე მამაკაცი სასწრაფო დახმარების ჯგუფმა კლინიკა „გორმედში“ გადაიყვანა. „გორმედის“ ქირურგიული დეპარტამენტის ხელმძღვანელის, მერაბ მაისურაძის ინფორმაციით, დაშავებულს ჩაუტარდა ყველა საჭირო კვლევა, გაეწია შესაბამისი სამედიცინო დახმარება და მკურნალობას ქირურგიულ განყოფილებაში აგრძელებს.

დაზარალებულის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს.