
მორიგი სკანდალი კიდევ ერთი სპორტსმენის ოჯახში - პოლიციამ გორში გიორგი კანდელაკის შვილი თარაშ კანდელაკი დააკავა
23:26:03     09-06-2020
გორში პოლიციამ მოკრივე გიორგი კანდელაკის შვილი თარაშ კანდელაკი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით დააკავა.
შსს-ს ცნობით, დანაშაული 3-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ქალაქ გორში, სტალინის ქუჩაზე მდებარე რესტორან „ჯოზეფში“, 2001 წელს დაბადებულ ე.თ.-ს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. მძიმედ დაშავებული ე.თ. სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.