ფოთში გადამზიდავი ავტომანქანების მძღოლებმა საპროტესტო აქცია გამართეს
13:13:30     08-06-2020
ფოთში, კოკაიას ხეივანზე მძიმეწონიანი გადამზიდავი ავტომანქანების მძღოლებმა საპროტესტო აქცია გამართეს. ისინი ახალი რეგულაციების შეცვლის მოთხოვნით შეიკრიბნენ.
როგორც მძღოლები განმარტავენ, საზღვრის გადმოკვეთისას სწრაფი ტესტის გაკეთების შემდეგ 72 საათში თავიანთი სახსრებით უნდა გამოცხადდნენ საკარანტინო სივრცეში განმეორებითი ტესტის ჩასატარებლად. იმ შემთხვევაში, თუკი მათ საერთაშირისო რეისი არა აქვთ, უწევთ 2 კვირის განმავლობაში საკარანტინო სივრცეში ყოფნა.
აქციის მონაწილეების თქმით, მათ ტესტის გაკეთების შესაძლებლობა თავიანთ რეგიონში უნდა მიეცეთ, რათა დამატებითი დანახარჯები თავიდან აიცილონ. კოკაიას ხეივანზე აქციის მონაწილეებთან ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.
"ჩვენთვის ძალიან მნიშნველოვანია საერთაშორისო გადაზიდვების მძღოლების საკითხი. ჩვენ მოვისმინეთ მათი მოთხოვნები. ამ საკითხებს აუცილებლად მივაწვდით სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს და იმედი მაქვს ორივე მხარისათვის მისაღები გადაწყვეტილება იქნება მიღებული," - განაცხადა ფოთის მერმა, გოჩა კურდღელიამ.