სომხეთში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობა 13 325-მდე გაიზარდა
13:11:36     08-06-2020
სომხეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 195 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და დაინფიცირების საერთო რიცხვმა 13 325-ს მიაღწია.
გარდა ამისა, ბოლო 24 საათში ვირუსით კიდევ 11 პაციენტი გარდაიცვალა და ქვეყანაში დაღუპულთა რაოდენობა 211-მდე გაიზარდა.
რაც შეეხება გამოჯანმრთელებულთა სტატისტიკას, ბოლო დღე-ღამეში ქვეყანაში კიდევ 85 ადამიანი განიკურნა და სულ გამოჯანმრთელებულთა რიხვმა 4099-ს მიაღწია.
ამ დროისთვის მკურნალობა 9 000-მდე პაციენტს უტარდება.