გორში, საცხოვრებელ კორპუსში გველი იპოვეს

  12:39:56     08-06-2020

გორში 10 სართულიან კორპუსში გველი ერთ-ერთი ბინის შესასვლელთან ნახეს.

ოჯახი შეშფოთებულია და დახმარებას ითხოვს. მათთვის გაუგებარია, საიდან მოვიდა ქვეწარმავალი მჭიდროდ დასახლებულ უბანში, ან როგორ მოიქცნენ გველის პოვნის შემთხვევაში.

შემთხვევა ანწუხელიძის ქუჩაზე მოხდა. აქ მიჯრით 4 ათსართულიანი კორპუსი მდებარეობს.