დიდ ბრიტანეთში უცხოეთიდან ჩასულებს ორკვირიანი კარანტინის გავლა მოუწევთ

  08:48:35     08-06-2020

"ბიბისის" ინფორმაციით, დიდ ბრიტანეთში უცხოეთიდან ჩასულებს ორკვირიანი კარანტინის გავლა მოუწევთ.

გამოცემის ინფორმაციით, ამ წესის დარღვევის შემთხვევაში 480 გირვანქა-სტერლინგის ოდენობის ჯარიმაა დაწესებული.

ქვეყანაში ჩასვლისთვის ყველა მსურველმა უნდა წარუდგინონ საბუთი, რომელშიც მითითებული იქნება, თუ სად აპირებენ იზოლაციის გავლას. ჯარიმის გადახდა მათ მცდარი ინფორმაციის მოწოდების შემთხვევაშიც მოუწევთ.

წესების რამდენჯერმე დარღვევის შემთხვევაში ჯარიმა £5 ათასამდე გაიზრდება.