სტამბოლის ერთ-ერთმა კაფემ, სოციალური დისტანცირების მიზნით, მაგიდებზე მანეკენები განათავსა (ფოტოები)

  13:53:15     05-06-2020

თურქეთის უდიდეს ქალაქში, სტამბოლში, ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, კაფე-ბარების გახსნა დაიწყო. ღამის კლუბები ჯერჯერობით ისევ დახურული იქნება.

ხანგრძლივი კარანტინის შემდეგ კვების ობიექტებში სოციალური დისტანციის დაცვა და პირბადეების ტარება სავალდებულო იქნება.

კაფეებსა და რესტორნებში პირბადეების მოხსნა მხოლოდ ჭამის დროს იქნება ნებადართული.

სტამბოლის ცენტრალურ მოედანთან, ტაქსიმთან ახლოს მდებარე ერთ-ერთ კაფეში, სოციალური დისტანცირების მიზნით, მაგიდაზე განთავსდა მანეკნები, რათა შეიქმნას შთაბეჭდილება, რომ ადგილი უკვე დაკავებულია და მომხმარებელმა წინასწარი იცოდეს, რომელი მაგიდის არჩევა შეეძლება.

1-ლი ივნისიდან სტამბოლის კიდევ ერთი ტურისტული ღირსშესანიშნაობა "გრანდ ბაზარი" გაიხსნა. ბაზრის ვიზიტორებისთვის პირბადის ტარება აუცილებელია.