სუდანში გაეროს მშვიდობისმყოფელი მოკლეს
12:53:03     08-08-2011
სუდანში, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის პატრულზე თავდასხმის შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა. როგორც გაეროს წარმომადგენლები იუწყებიან, ინციდენტი დარფურში მოხდა, როდესაც პატრული დასახლება დუმას ირგვლივ შემოვლას ატარებდა. კიდევ ერთი მშვიდობისმყოფელი მძიმედ დაიჭრა. მიმდინარეობს გამოძიება.
როგორც ცნობილია, სუდანში შეიარაღებული კონფლიქტი უკვე წლებია გრძელდება. აქ შეტაკებები, ძირითადად, ადგილობრივ არაბებსა და შავკანიანებს შორის მიმდინარეობს. სუდანის ხელისუფლება არაბებებს უჭერს მხარს, ხოლო შავკანიანებს – ჩადი. სხვადასხვა მონაცემებით, უკანასკნელ ხანს, საბრძოლო მოქმედებებმა 200–400 ათასი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ამის შემდეგ, 2001 წლის ივლისში, სამხრეთ სუდანი ოფიციალურად გახდა დამოუკიდებელი სახელმწიფო.