მექსიკაში, ბოლო 24 საათის განმავლობაში 1 092 კოვიდინფიცირებული პაციენტი დაიღუპა
16:56:05     04-06-2020
მექსიკაში ბოლო ერთ დღეში კორონავირუსის მსხვერპლთა რიცხვი 1 092-ით გაიზარდა - ამის შესახებ ინფორმაციას ალ ჯაზირა ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, წინა დღის მონაცემებთან შედარებით, მექსიკაში კოვიდინფექციის მსხვერპლთა რიცხვი თითქმის გაორმაგდა.
ეპიდემიის დაწყების შემდეგ, მექსიკაში კორონავირუსით ინფიცირების 101 000-ზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა, 11 000-ზე მეტი ადამიანი კი, დაიღუპა.
პირველ ივნისს მექსიკის ხელისუფლებამ ინდუსტრიული და ბიზნეს საქმიანობის ეტაპობრივი გახსნა დაიწყო.