ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, ჯორჯ ფლოიდს კორონავირუსი ჰქონდა

  14:40:20     04-06-2020

ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ჯორჯ ფლოიდს კორონავირუსი ჰქონდა.

ამასთან, გაკვეთის დასკვნაში აღნიშნულია, რომ კორონავირუსს ჯორჯ ფლოიდის სიკვდილთან კავშირი არ აქვს. გაკვეთის დროს დადგინდა, რომ ის ჟანგბადის ნაკლებობით გარდაიცვალა.

CNN-ის ინფორმაციით, ტესტი 26 მაისს, გარდაცვალების შემდეგ გააკეთეს და ის დადებითი იყო. როგორც ცნობილია, ფლოიდს კორონავირუსზე დადებითი პასუხი ჯერ კიდევ 3 აპრილს ჰქონდა.