
ბათუმში სამგზავრო მიკროავტობუსისა და მსუბუქი ავტომობილის შეჯახების შედეგად 3 ადამიანი დაშავდა
12:45:41     04-06-2020
სამი ადამიანი დაშავდა ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად - დაშავებულები სამედიცინო დაწესებულებაში მოათავსეს, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
შემთხვევა ბათუმში, ჯავახიშვილის ქუჩაზე მოხდა.
ერთმანეთს სამგზავრო მიკროავტობუსი და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. საქმეზე გამოძიება 276-ე მუხლით მიმდინარეობს.