
სროლა ბაგებში - ინციდენტის დროს დაჭრილი პირები საავადმყოფოში გადაიყვანეს
22:56:11     03-06-2020
ბაგებში, სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროსთან სროლა მოხდა.
მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება ორი მუხლით დაიწყო -117-ე (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება) და 236-ე მუხლებით (იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარება).
არსებული ინფორმაციით, ბაგებში მომხდარ სროლაში რამდენიმე ადამიანი მონაწილეობდა. შემთხვევის დროს ორი ადამიანი დაშავდა და ისინი ხეჩინაშვილის სახელობის კლინიკაში არიან გადაყვანილი. ამ ეტაპზე მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.