ჰიუსტონში საპროტესტო აქციებზე პოლიციამ 200-ზე მეტი მომიტინგე დააკავა

  12:32:53     03-06-2020

ჰიუსტონში, ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალებასთან დაკავშირებით გასულ ღამეს გამართულ საპროტესტო აქციაზე 200-ზე მეტი პირი დააკავეს, რომლებიც პოლიციას ქვებსა და ბოთლებს ესროდნენ.

CNBC-ის ინფორმაციით, ამის შესახებ ჰიუსტონის პოლიციის დეპარტამენტი „ტვიტერის“ მეშვეობით იუწყება.

მათი თქმით, აქციაზე სერიოზული დაზიანება არავის მიუღია.

„ჩვენმა პოლიციელებმა ჰიუსტონში 200-ზე მეტი ადამიანი დააკავეს, რომლებიც კრიმინალურ აქტივობებში იქნენ შემჩნეულები, მათ შორის ქვებისა და ბოთლების სროლაში. მითითებებს ძალიან ბევრი მოქალაქე არ დაემორჩილა და ისინი ჩვენ ავიყვანეთ. ეს ძალიან დაბალი რიცხვია იმის გათვალისწინებით, რომ საპროტესტო აქციაზე ჩვენი საზოგადოების ათასობით წარმომადგენელი იყო, რომლებიც მშვიდობიანი დემონსტრაციის წესებს ემორჩილებოდნენ“, – დაწერა ჰიუსტონის პოლიციამ „ტვიტერზე“.