
მანერიზმი – პრებაროკოული პერიოდი
11:35:37     08-08-2011
მანერიზმი ასევე ცნობილია გვიანი რენესანსის სახელწოდებით. ეს მიმდინარეობა ხელოვნებასა და ლიტერატურაში 1520-1580 წლებში არსებობდა.
იმ პერიოდში, როცა რენესანსულმა ხელოვნებამ უმაღლეს წერტილს მიაღწია საგნებისა და სხეულების უნაკლო გამოსახვაში, ზოგიერთი ხელოვანი უარს ამბობს პროპორციების სიზუსტეზე, ფერთა ჰარმონიაზე, დამაჯერებლობაზე და მიზნად ისახავს უფრო ემოციური და არტისტული ეფექტის მოხდენას. მანიერიზმს ახასიათებს: დანაწევრებული სივრცე, ბუნდოვანი და არეული სურათი, სხეულთა დეფორმაცია, მოძრაობის გამოსახვა
მანერიზმის ნიმუშებია ჯაკოპო და პონტორმოს „იოსები ეგვიპტეში“, სადაც ჩაცმულობაც, ნაგებობებიც, ფერებიც სრულ შეუსაბამობაშია ბიბლიურ სცენებთან. როსო ფიორენტინიმ, რომელიც პონტორმოს მოსწავლე იყო, 1530 წელს ფლორენციული მანერიზმი შეიტანა ფონტენბლოში. იგი გახდა ფუძემდებელი XVI საუკუნის ფრანგული მანერიზმისა, რომელიც ასევე ცნობილია „ფონტენბლოს სკოლის“ სახელით. საფრანგეთიდან ეს მიმდინარეობა გავრცელდა ბელგიაში, ინგლისსა და გერმანიაში. დინამიურობისა და მოძრაობისადმი ინტერესით მანერიზმი ბაროკოს მოასწავებს, ამიტომ მას ზოგჯერ პრებაროკოულ პერიოდადაც მოიხსენიებენ.