ბათუმში ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარი გაქურდეს

  12:51:00     02-06-2020

ბათუმში ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარი გაქურდეს. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის ცნობით, წაღებულია თანხა და საეკლესიო ნივთები.

„წუხელ ღამით გაქურდეს ტაძარი, სასანთლიდან წაღებულია 100 ლარამდე თანხა, საეკლესიო ნივთები ხატები, გატეხილია ასევე შესაწირავი ყუთი. ბუნებრივია, არ ვიცით, რა რაოდენობის თანხა იყო იქ“, – განაცხადა საქართველოს პირველ არხთან დეკანოზმა, იოანე გორელიშვილმა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით აღიძრა, რაც ქურდობას გულისხმობს.