უბედური შემთხვევა საგარეჯოში - ქალი ანთებულ თონეში ჩავარდნის შედეგად გარდაიცვალა
20:25:07     01-06-2020
საგარეჯოს რაიონში, სოფელ ვერხვიანში უბედური შემთხვევის შედეგად 70 წლის ქალი დაიღუპა.
ადგილობრივების ინფორმაციით, შემთხვევა იმ დროს მოხდა, როდესაც ქალი პურის გამოცხობას ცდილობდა. მას, სავარაუდოდ, ფეხი აუცდა და ანთებულ თონეში ჩავარდა.
მისი დახმარება ოჯახის წევრებმა სცადეს, თუმცა დამწვრობა სიცოცხლესთან შეუთავსებელი აღმოჩნდა და ქალი ადგილზე გარდაიცვალა.
მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს.