ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო: ყურადღებით ვაკვირდებით აშშ-ში, ჯორჯ ფლოიდის მკვლელობის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს
15:12:02     01-06-2020
ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ჩჟაო ლიცზიანმა აშშ-ს მოუწოდა, უმციროსებების წინააღმდეგ რასობრივი დისკრიმინაცია აღკვეთოს.
"ყურადღებით ვაკვირდებით ჯორჯ ფლოიდის მკვლელობის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს. შავკანიანების სიცოცხლე მნიშვნელოვანია და მათი უფლებები დაცული უნდა იყოს“, - განაცხადა ჩინეთის საგარეო უწყების ოფიციალურმა წარმომადგენელმა.
ჩჟაო ლიცზიანის თქმით, აშშ-ში უმცირესობების წინააღმდეგ რასობრივი დისკრიმინაცია სოციალური დაავადებაა, რომელიც სერიოზულ პრობლემებზე მეტყველებს.