აზერბაიჯანის ანტირეკორდი - ქვეყანაში, დღე-ღამეში, კორონავირუსით ინფიცირების 230 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
13:16:51     30-05-2020
დღე-ღამის განმავლობაში, აზერბაიჯანში ახალი კორონავირუსით ინფიცირების 230 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ორი ადამიანი კი გარდაიცვალა.
სულ ქვეყანაში კოვიდინფიცირების 4,989 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 3,125 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 58 კი ვირუსს ემსხვერპლა.