კატასტროფული მდგომარეობა რუსეთში - კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 400 ათასს მიუახლოვდა
13:11:34     30-05-2020
გასული დღე-ღამის განმავლობაში რუსეთში ახალი კორონავირუსის 8 952 შემთხვევა გამოვლინდა. ჯამში COVID-19-ის დიაგნოზი ქვეყანაში 394 575 ადამიანს დაუსვეს.
ბოლო 24 საათის განმავლობაში რუსეთში ვირუსს 181 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო სულ 4 555 პაციენტი გარდაიცვალა.