ბოსტნეულის კერი

  11:15:28     08-08-2011

მასალა:

250 გრამი მწვანე ლობიო

250 გრამი კარტოფილი

250 გრამი პამიდორი ან 1 ჩაის კოვზი ტომატ-პასტა

2 სუფრის კოვზი ცხიმი

1 მსხვილი თავი ხახვი

1 კბილი ნიორი

1 სუფრის კოვზი ფხვნილი "კერი" (შეგვიძლია გამოვიყენოთ სხვა სანელებლები)

მარილი

ლიმონის წვენი

ხახვი და ნიორი წვრილად დავჭრათ და მსუბუქად შევბრაწოთ ცხიმში. დავამატოთ ფხვნილი "კერი" და ვშუშოთ 3-4 წუთის განმავლობაში დაბალ ცეცხლზე, შემდეგ დავამატოთ ტომატ-პასტა და გასუფთავებული, დატეხილი მწვანე ლობიო. სოუსი სქელი უნდა გამოვიდეს. როდესაც მწვანე ლობიო მზად იქნება, დავამატოთ გასუფთავებული, ძალიან წვრილად დაჭრილი კარტოფილი. ყველა პროდუქტი მოვშუშოთ ცხიმში, მზადყოფნამდე ცოტა ხნით ადრე მოვაყაროთ მარილი და მოვასხათ ლიმონის წვენი.