ხმაური ქუთაისის პროკურატურასთან - შეხლა-შემოხლა ჟურნალისტ სერგო ჩივაძესა და დაცვას შორის მოხდა

  15:03:46     28-05-2020

ხმაური იყო ქუთაისის პროკურატურასთან. ჟურნალისტი სერგო ჩივაძე ადვოკატთან ერთად შენობაში შესვლას ცდილობს, თუმცა მათი თქმით, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევენ.

კამათი დაცვასთან შეხლა-შემოხლაში გადაიზარდა. სერგო ჩივაძის თქმით, მას წლების წინ ქონება წაართვეს, გამოძიება დაწყებულია, თუმცა მის საქმეში მტკიცებულებები გაქრა, რასაც ერთ-ერთ პროკურორს უკავშირებს.

საქმესთან დაკავშირებით დაზარალებული შეხვედრაზე იყო დაბარებული, თუმცა მას შენობაში შესვლის უფლება არ მისცეს. სერგო ჩივაძის განცხადებით, თუ მას უფლებადამცველთან ერთად შენობაში არ შეუშვებენ, შიმშილობას დაიწყებს.

 

წყარო: რუსთავი 2