სომხეთში ბოლო 24 საათის მანძილზე კორონავირუსის 442 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 15 ადამიანი კი დაიღუპა

  11:12:01     28-05-2020

სომხეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსის 442 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო ვირუსით 15 ადამიანი გარდაიცვალა, რაც ყველაზე მაღალი მაჩენებელია. საერთო ჯამში, ქვეყანაში ინფიცირებულთა რაოდენობამ 8 216-ს მიაღწია, ხოლო გარდაცვლილია 113 ადამიანი.

სომხეთის დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრის ინფორმაციით, ამ დროისთვის გამოჯანმრთელებულია 3287 პაციენტი, ხოლო აქტიურ შემთხვევათა რაოდენობა 4816-ს შეადგენს.