ბრაზილიაში ბოლო 24 საათში COVID-19-ით 20 599 ადამიანი დაინფიცირდა, 1 086 კი დაიღუპა

  10:14:52     28-05-2020

ბრაზილიაში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით 1 086 ადამიანი გარდაიცვალა, დაღუპულთა საერთო რაოდენობა კი 25 598-მდე გაიზარდა, - ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ ბრაზილიის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, ქვეყანაში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში COVID-19 კიდევ 20 599 ადამიანს დაუდასტურდა და დაინფიცირებულთა რიცხვმა 411 821-ს მიაღწია.

შეგახსენებთ, ინფიცირებულთა რაოდენობის მიხედვით, ბრაზილია მსოფლიოში მეორე ადგილზეა აშშ-ის შემდეგ.