ბრაზილიის საგანგაშო ანტირეკორდი - ქვეყანაში უკვე მეხუთე დღეა კორონავირუსით გარდაცვალების ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელი ფიქსირდება

  10:52:06     27-05-2020

ბრაზილიაში ბოლო 24 საათში კორონავირუსს 1 039 პაციენტი ემსხვერპლა, გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ კი 24 512-ს მიაღწია. ამის შესახებ France 24 წერს.

ამასთან, ბრაზილია ინფიცირებულების რაოდენობით მსოფლიოში მეორე ადგილს იკავებს და მხოლოდ აშშ-ს ჩამორჩვება. ამ დროისთვის ქვეყანაში COVID-19-ის 391 222 შემთხვევაა დადასტურებული, თუმცა ექსპერტების აზრით, ინფიცირებულეთა რაოდენობა გაცილებით მაღალია, ქვეყანაში კი საჭირო რაოდენობის ტესტები არ ტარდება.