ინტერნეტში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც დედა თავისი 9 წლის აუტისტ შვილს წყალში ახრჩობს (+18)
23:28:48     26-05-2020
ისტორია, რომელსაც ახლა გაგაცნობთ, საკმაოდ მძიმეა და გაუგონარი სისასტიკის მაგალითს წარმოადგენს.
არც თუ ისე დიდი ხნის წინ, 45 წლის პატრიცია რიპლი დაუკავშირდა პოლიციას და აცნობა, რომ მას ქუჩაში ორი კაცი მიუახლოვდა, ნარკოტიკი მოსთხოვა და ტელეფონი და ტაბლეტი წაართვა და რაც მთავარია, მისი 9 წლის აუტისტი შვილი წაიყვანა. ამ ამბავმა მთელი მაიამი შეძრა, შეიკრიბნენ მოხალისეები და სამართალდამცავებთან ერთად ეძებდნენ ალეხანდროს, რომლის ცხედარი მოგვიანებით აღმოაჩინეს ქალაქის ერთ-ერთ არხში - წერს Daily Mail.
გამოძიებამ დაადგინა, რომ პატრიცია მანამდეც ცდილობდა შვილის დახრჩობას ერთ-ერთი საცხოვრებელი კომპლექსის მახლობლად. მან ალეხანდრო ნაპირამდე მიიყვანა, ხელი ჰკრა, წყალში ჩააგდო და სწრაფად გაიქცა. პირველ ჯერზე ბავშვი გადარჩა, რადგან ადგილობრივებმა ყვირილი გაიგეს და ბიჭის წყლიდან ამოყვანა დროულად შეძლეს. ალეხანდრომ ვერ უთხრა მათ, რომ დედა ცდილობდა მის მოკვლას, რადგან აუტიზმის გამო იგი საერთოდ არ ლაპარაკობდა. მოგვიანებით პატრიცია შვილთან ერთად სხვა წყალსაცავთან წავიდა და თავისი ბოროტი განზრახვა სისრულეში მოიყვანა.
[I=2]
მას შემდეგ, რაც პოლიციამ ყველა დეტალი გაარკვია, პატრიცია გისოსებს მიღმა აღმოჩნდა. მომხდარის დაჯერება ძალიან გაუჭირდა ალეხანდროს მამას, რადგან ვერც კი წარმოიდგენდა, რომ მისი მზრუნველი მეუღლე, რომელიც შვილებს კარგ დედობას უწევდა, საკუთარ ვაჟს მოკლავდა.