ინდოეთში მშობლებმა ახალშობილი ქალიშვილი ცოცხლად დამარხეს, რადგან გარდაცვლილი ეგონათ

  22:55:55     26-05-2020

ინდოეთის შტატ გუჯარატში, მშობლებმა ახალშობილი ქალიშვილი ცოცხლად დამარხეს, რადგან გარდაცვლილი ეგონათ - ტრაგიკული ინციდენტის შესახებ ინფორმაციას The Indian Express ავრცელებს.

დილით გამვლელმა შემთვევით გაიგონა ბავშვის ტირილი, რომელიც ნიადაგიდან ამოდიოდა. მან მიწის ამოთხრა გადაწყვიტა და აღმოაჩინა, რომ ახალშობილი გოგონა უჰაერობისგან უკვე სიკვდილის პირას იყო. მამაკაცმა პოლიცია და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟი გამოიძახა, თუმცა ახალშობილი იმდენად ცუდად იყო, რომ არ დაელოდა დახმარებას და თავად წაიყვანა კლინიკაში საშველად.

ბავშვის სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანის შემდეგ გაირკვა, ახალშობილი ვადაზე ორი თვით ადრე იყო დაბადებული და სამშობიაროში, სადაც გოგონა გაჩნდა, არ ჰქონდათ ინკუბატორი, ამიტომ მშობლებს ურჩიეს, რომ კერძო კლინიკაში გადაეყვანათ. გზაში პატარამ მოძრაობა და ტირილი შეწყვიტა, სუნთქვაც ძალიან შეუმჩნეველი ჰქონდა, ამიტომ მშობლებმა გადაწყვიტეს, რომ პატარას ორგანიზმმა ვერ გაუძლო და დაიღუპა. 

კლინიკაში მიყვანილი ჩვილის გადასარჩენად ექიმებმა ყველაფერი იღონეს, თუმცა უშედეგოდ - ახალშობილი მიყვანიდან მალევე დაიღუპა.