რუსეთში, ტაქსისტმა თავისი შეყვარებული გაგუდა და გვამს ერთი საათის განმავლობაში ურიკით დაასეირნებდა
23:06:45     25-05-2020
რუსეთში 26 წლის მამაკაცმა თავისი 24 წლის შეყვარებული გაგუდა - ინციდენტი ჩხუბის დროს მოხდა მათ მიერ ნაქირავებ ბინაში. ახალგაზრდა მამაკაცმა ჯერ ფიზიკურად იძალადა გოგონაზე, შემდეგ კი სიცოცხლე მოუსწრაფა.
გვამის დამალვის მიზნით, მამაკაცმა გვამი ურიკაში მოათავსა და მთელი უბანი მოიარა ისე, რომ ვერავინ იეჭვა ურიკაში გვამის არსებობაზე - ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია საშუალება ავრცელებს:
მკვლელობაში ეჭვმიტანილმა ფილიპ მ. ურიკით გვამს ერთი საათის განმავლობაში დაატარებდა ახლო მდებარე უბნებში და არ იცოდა, სად დაემალა ის. ერთ-ერთ სამარშუტო ტაქსიზე დამაგრებულმა კამერამ კი დააფიქსირა გვამის გადატანის კადრები. საბოლოოდ, მამაკაცმა ქალაქის ერთ-ერთი საცხოვრებლის კორპუსის თავზე აიტანა გვამი და მეთორმეტე სართულიდან გადმოაგდო - წერია ონლაინ-გამოცემის ამბებში.
დამნაშავე პოლიციამ მას შემდეგ დააკავა, რაც გვამი იპოვნეს.