
ოზურგეთში სავაჭრო ქსელ "მაგნიტის" სუპერმარკეტი გაქურდეს
16:12:18     25-05-2020
ოზურგეთში, პეტრიწის ქუჩაზე სავაჭრო ქსელ "მაგნიტის" სუპერმარკეტი გაქურდეს.
შემთხვევა დილის საათებში მოხდა. წაღებულია ალკოჰოლური სასმელები.
სუპერმარკეტში ოფიციალურ კომენტარს არ აკეთებენ, მაგრამ პირად საუბარში ამბობენ, რომ ქურდმა 5 ბოთლი ალკოჰოლური სასმელი სათვალთვალო კამერების წინ მოიპარა და შესაბამისად, გამოძიებისთვის ეჭვმიტანილი ცნობილია.