"თვალი აქვს ჩალურჯებული... მისი ქმარი გვაგინებდა, გვლანძღავდა, დაგვიმტვრია საძინებელი. ან სხვას მოაკვლევინა, ან თვითონ მოკლა" - 28 წლის ქალის გარდაცვალების შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი
15:55:13     25-05-2020
გორში 28 წლის ირინა თოდაძის გარდაცვალების ახალი დეტალები გახდა ცნობილი.
გაირკვა, რომ გარდაცვლილს ოჯახი ორი დღე ეძებდა, ბოლოს კი ტრაგედიის შესახებ ირინა თოდაძის ქმრისგან შეიტყვეს, რომელიც მეუღლესთან ერთად ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდა.
ახალგაზრდა ქალი გარდაცვლილი სწორედ ქმარმა ნახა. ოჯახი ამტკიცებს, რომ გარდაცვლილს ძალადობის კვალი აღენიშნება. ეჭვობენ, რომ ირინა თოდაძე ჯერ გაძარცვეს, შემდეგ კი მოკლეს.
არ დაგვირეკეს მკვდარი რომ იყო. რა მკვდარმა თვალი დაილურჯა. აქ ცხოვრობდა, გვაგინებდა, გვლანძღავდა, დაგვიმტვრია საძინებელი. ან სხვას მოაკვლევინა, ან თვითონ მოკლა - ამბობს გარდაცვლილის ბებია მაყვალა თოდაძე.
ოჯახი პასუხისმგებლობას გარდაცვლილის ქმარს აკისრებს და გამოძიებას მუხლის გადაკვალიფიცირებას სთხოვს. მომხდარზე საქმე თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით არის აღძრული. ქალს 4 წლის შვილი დარჩა.