არასრულწლოვანი შვილის თვალწინ, ცოლის ცემის ბრალდებით დაკავებულ ნიკოლოზ ბასილაშვილს 100 ათასი ლარის ოდენობის გირაო შეეფარდა
13:51:28     24-05-2020
ნიკოლოზ ბასილაშვილს გირაო შეეფარდა. ამის შესახებ მისმა ადვოკატმა, ირმა ჭკადუამ პროცესის შემდეგ განაცხადა. მისივე თქმით, ბასილაშვილი ბრალს არ აღიარებს.
პროკურატურამ ნიკოლოზ ბასილაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარუდგინა, რაც ოჯახში ძალადობას არასრულწლოვნის თანდასწრებით გულისხმობს.
გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 21 მაისს, ქ.თბილისში, ავჭალის დასახლებაში, ნიკოლოზ ბასილაშვილმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ყოფილი მეუღლის ნ.დ.-ს მიმართ ფიზიკური ძალადობა განახორციელა.
სამართალდამცველებმა ნიკოლოზ ბასილაშვილი 2020 წლის 22 მაის დააკავეს.