რაზმან კადიროვი კორონავირუსის სიმპტომებით საავადმყოფოში გადაიყვანეს

  23:37:05     21-05-2020

ჩეჩნეთის რესპუბლიკის მეთაური რაზმან კადიროვი კორონავირუსის სიმპტომებით მოსკოვის ერთ-ერთ საავადმყოფოში მოათავსეს - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია იტყობინება.

მედიკოსების განცხადებით, ამჟამად მისი მდგომარეობა სტაბილურია. თავად კადიროვის გარემოცვა კომენტარის გაკეთებისგან თავს იკავებს, თუმცა კულუარებში იმაზეც საუბრობენ, რომ ჩეჩნეთის ლიდერის ფილტვები საკმაოდ არის დაზიანებული.